- ი
- ქარაგმიანნი ლექსნი: იჳ* - იესო, იე* - იოანე და ძველებურად იჱლი* - ისრაელი, იელიმი* - იერუსალიმი (იხილე შესავალსა შინა ასოთათჳს ჱ და ჳ). ასო ი იხმარების შემოქმედებითთა ზმნათა შინა, რაჟამს მოქმედება მიეჩემების თჳთ მოქმედსავე პირსა და და არა სხუათა. მაგალითად, ვსწერ, ვაშენებ, ესეწ არს საზოგადო, ხოლო მიჩე (მე) ბული თჳთ მოქმედისა პირისადმი, ითქმის: ვიშენებ, ვიწერ, იშენებ, იწერ, იშენებს, იწერს. ეგრეთვე პირნაკლად: მიშენებ, მიშენებს; მიწერ, მიწერს ანუ გიშენებ, გიშენებს; გიწერ, გიწერს. ეგრეთვე ი იხმარების ვნებითთა ზმნათა შინა. მაგალითად, ვიწერები და სხ. (იხილენ ასოთა თანა გ, ე, მ, უ და კუალად შესავალსა შინა ამის წიგნისასა უვრცელესად განმარტება ზმნათა).რომელთამე ლექსთა წინაშე ი დაერთვის ვ: იწრო - ვიწრო და სხ. (ნახე ვ). კუალად ი დაერთვის ზმნისზედათა: იბედივ, იგურდივ, იმგრძლივ, იმრგულივ და სხ.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.